ბელადი

52

ბელადი _ მეამბოხეთა ჯგუფის წინამძღოლი,  მებრძოლთა მეთაური

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გმირი“ _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული შეკრული მუშტებით, სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით მიემართება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მთავარი“ _ ზევით განთავსებულია სხეულისკენ მიმართული მარჯვენა ხელი მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული ცერით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა  ქვევით და ხელი ეხება მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულ მარცხენა ხელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.