ბევრჯერ _ მრავალჯერ, მრავალგზის, ხშირად
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბევრი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება სახეს და მარჯვნივ მოძრაობს ნიკაპის გასწვრივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, სრულდება მოძრაობა რკალური ტრაექტორიით ქვევიდან ზევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.