ბაქანი

33

ბაქანი  _  მატარებლის გასაჩერებელი ადგილი, საიდანაც მგზავრები სხდებიან მატარებელში

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მატარებელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები: მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გზა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.