ბარტყი _ გარეული ფრინველის მართვე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ჩიტი“ – ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, გაშლილი თითები ეხება პირს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.