ბე _ თანხის ნაწილი, რომელსაც წინასწარ იხდიან გარიგების პირობათა შესრულების უზრუნველსაყოფად
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ _ ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „ლომბარდი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარცხენა ხელის თითები მარჯვენა ხელის თითებს ეკვრის, ცერი ქვემოდან და დანარჩები თითები ზემოდან. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.