წყენინება _ საწყენი, არასასიამოვნო, გასაჯავრებელი რისამე შეხვედრება ან თქმა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სინდისი“ _ მარცხნივ და ქვევით მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და საჩვენებელი თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყენა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს და თითები უფრო იხრება ფალანგებში, ხელი ისევ ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.