შემოსავალი

7

შემოსავალი  _ მიღებული ფული ან მატერიალური ღირებულება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სარგებელი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული,  ცერი ეხება საჩვენებელი თითის წვერს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოგება“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ, ხელი ოდნავ ეხება  მარცხენა ხელისგულს და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგულის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.