შარვალი _ წელსქვევით ჩასაცმელი ტოტებიანი გარეთა სამოსი
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითები და ნეკები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელები ეხება ფეხებს, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია წელს ქვევით, ფეხის დონეზე.