ყველაფერი

3

ყველაფერი  _    ყველა რამე, ყოველივე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყველა“ _  ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ  გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და ხელი განთავსებულია მკერდის მარცხენა მხარეს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _  ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _  მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.