ყვავი _ ყორნისებრთა ოჯახის საშუალო სიდიდის რუხი ან შავი ფრინველი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ _ სხეულისკენ მიმართულია თავთან განთავსებული ხელისგული, ფართოდ გაშლილი თითებით ხელი ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“ _ წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.