ყანწი _ ღვინო-არყის სასმელი რქა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღვინო“ /„სასმელი“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ხელი სხეულისკენ მოძრაობს და გაშლილი საჩვენებელი თითი ეხება ყელს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „(ყანწის) ფორმა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა საჩვენებელ თითს ეხება მარცხენა ნეკი, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ და ბოლო ფაზაში თითები მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.