ყანა _ თავთავიანი კულტურის ნათესი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბალახი“ / „მცენარე“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადგილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.
