ქურდობა _ ქურდის ხელობა, მოპარვა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოპარვა“ _ წინ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ზურგით ეხება ნიკაპს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ და მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავაზაკი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.