ქექვა

1

ქექვა  _    მიწის ჩიჩქნა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიწა“ – სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული ფალანგებში მოხრილი თითებით და გაშლილი ნეკით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, მარჯვენა ხელის გაშლილ თითებს უჭირავთ მარცხენა ნეკი, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქექვა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული, ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული ორჯერადი, განსვლითი მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.