ქაღალდი

6

ქაღალდი  _   სპეციალური მასალა საწერად, სახატავად ან საბეჭდავად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქაღალდი“ _ მუშტად შეკრული თითებით ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ფორმა (ფურცლის)“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია  ერთმანეთთან ახლოს მიტანილი ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.