უწინდელი _ წინადროინდელი, წინანდელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძველი“ _ ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება ლოყას და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წარსული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.