უწესრიგო

10

უწესრიგო  _ რასაც ან ვისაც წესრიგი არ ახასიათებს, მოუწესრიგებელი, უთავბოლო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წესრიგი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება სპირალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.