უცხოელი

6

უცხოელი _ უცხო მხარის მკვიდრი, სხვა გვარტომისა, საზღვარგარეთელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უცხოეთი“ _ სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მკერდისა და მხრების დონეზე.