უკბილო _ ვისაც ან რასაც კბილები არა აქვს, კბილებჩაცვივნული
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „კბილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ლოყას ტუჩის კუთხესთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.