სხვადასხვა

6

სხვადასხვა _  განსხვავებული, არა ერთი და იგივე, არა ერთნაირი, არამსგავსი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ რკალური ტრაექტორიის განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით, შემდეგ კი _ განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ  მიმართულია საჩვენებელი თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.