სულმდაბალი

10

სულმდაბალი _ მდაბალი ბუნების ადამიანი, უპატიოსნო, არაკეთილშობილი, ზნედაცემული, ლაჩარი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ნიკაპთან განთავსებული ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით და მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მკერდისა და მხრების დონეზე.