სტიქია

10

სტიქია _  სტიქიონი, ბუნების მკაცრი მოვლენა (ქარიშხალი, მიწისძვრა და სხვ.)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ჰაერი“ _ სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ – ერთმენთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება არათითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილი და წინ მიმართულია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.