სილამაზე

5

სილამაზე  _  სასიამოვნო გარეგნობის, კარგი შესახედაობის ქონა, სიმშვენიერე, სიტურფე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ლამაზი“ _ ხელისგული მიმართულია ზევით, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითი ორგან ეხება ნიკაპს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.