სიბრალული

1

სიბრალული  _  თანაგრძნობა, გულშემატკივრობა, შეცოდება, შებრალება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დანახვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ხელი წინ და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწუხარება“ / „ცოდო“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ხელი ეხება მკერდს, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.