არსებითი სახელი – საგნის აღმნიშვნელი მეტყველების ნაწილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სახელი“ – ხელისგულები სხეულისკენაა მიმართული, მარჯვენა ხელზე გაშლილია საჩვენებელი თითი და მარცხენაზე – ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა ცერს და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან. ჟესტი წამოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.
