საქონელი _ შინაური ჩლიქოსანი ცხოველები
ორნაწილიანი, იკონური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ძროხა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, ცერები მიდებულია საფეთქლებთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.