საფიქრებელი

10

საფიქრებელი  _ 1. ფიქრის საგანი, რაზეც ფიქრობენ; 2. სავარაუდო, შესაძლებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ფიქრი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საფეთქელზე მიდებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არის“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.