სამკაული

5

სამკაული _  ნივთი ვისიმე ან რისამე შესამკობად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მძივი“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია მარცხენა მხარეს განთავსებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი ეხება მკერდს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.