სამართალი

7

სამართალი  _   სახელმწიფოს მიერ დადგენილი ან სანქციონირებული ნორმების ერთობლიობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მართალი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭეშმარიტი“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეებს, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, ორივე ხელი ქვევით მოძრაობს სინქრონულად. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.