სათითაოდ _ თითო-თითო
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, მარცხენა ხელია მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელი კი მარცხენას წინაა განთავსებული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი ჯერ მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, შემდეგ _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.