საზომი _ რითაც ზომავენ, რაიმე სიდიდე, ხელსაწყო ან ჭურჭელი, რომელთან შეფარდებითაც არკვევენ სხვა სიდიდეთა ზომას
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ზომა“ _ ხელისგულები მიმართულია წინ, ცერების და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.