სავაჭრო

3

სავაჭრო _ ვაჭრობისათვის განკუთვნილი, ვაჭრობასთან დაკავშირებული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვაჭრობა“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელ თითები შემოხვეულია ცერებზე, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.