სასწორი

სასწორი _  საგნების ასაწონი, სხეულთა სიმძიმის, წონის გასაზომი ხელსაწყო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

სასადილო

სასადილო  _  სადილისათვის, სმა-ჭამისათვის განკუთვნილი ადგილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ მუშტად შეკრული თითებით და სხეულისკენ მიმართული ცერებით ხელისგულები მიმართულია წინ, ორივე ხელით სინქრონულად … Read more

Categories

სანქცია

სანქცია  – 1. ზემდგომი ინსტანციის მიერ რაიმე აქტის დამტკიცება, დადასტურება, თანხმობის მიცემა, მოწონება; 2. დაჯარიმება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები რკალური ტრაექტორიით ქვევით ეშვება სინქრონულად, ბოლო ფაზაში ცერებზე შემოხვეულია საჩვენებელი თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სანთებელა

სანთებელა  _  ჯიბით სატარებელი პატარა ხელსაწყო სიგარეტის მოსაკიდებლად   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგული მიმართულია  სხეულისკენ, გაშლილი და ზევით მიმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ცერი ასრულებს განმეორებად მოძრაობს ზევით-ქვევით და იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

სამძიმარი

სამძიმარი  _  ჭირისუფლის მიმართ თანაგრძნობის გამომხატველი სიტყვები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სამშობლო

სამშობლო _ ქვეყანა, მხარე, სადაც დაიბადა ადამიანი და რომლის მოქალაქედაც ის ითვლება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნათესავი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითები ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვეყანა“ … Read more

Categories

როიალი

როიალი _  ფორტეპიანო, კლავიშებიანი მუსიკალური საკრავი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „პიანინო“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითების მონაცვლეობითი რხევით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ-მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „როიალის ფორმა“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა … Read more

Categories

რენტგენი

რენტგენი _  სხივებით გასაშუქებელი სამედიცნიო დიაგნოსტიკური აპარატი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

რა

რა  _  კითხვითი ნაცვალსახელი, იხმარება ყველაფრის მიმართ გარდა ადამიანისა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories