მოღვაწე

1

მოღვაწე   ვინც იღწვის, მშრომელი, მომუშავე, მოსაქმე, გამრჯე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია სიტყვა-ჟესტი „აქტიური“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელები ეხება მკერდს: ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „მონაწილეობა“ / „გამოსვლა“ ~ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით დაშვებული ცერი ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.