მოღალატე

10

მოღალატე   ვინც ღალატობს (ვისმე ან რასმე)

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღალატი“ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი, ზევით აღმართული და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ხელი რკალური ტრაექტორიით ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ და ეხება ცხვირს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.