ჰაერი

2

ჰაერი  _ ჟანგბადის, აზოტისა და სხვა უფერული გაზების ნარევი, რომელიც ქმნის დედამიწის ატმოსფეროს

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები  გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში ხელები ჯვარედინად გადაიკვეთება იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ჰავა

1

ჰავა  _  ამა თუ იმ ადგილისათვის ჩვეულებრივი მეტეოროლოგიური პირობების ერთობლიობა, კლიმატი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჰაერი“ / „ამინდი“ _ ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით ერთმანეთისკენაა მიმართული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ბოლო ფაზაში ხელები ჯვარედინად გადაიკვეთება იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სინესტე“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია წინ და ერთმანეთისკენ მიმართული თითები, ბოლო ფაზაში ცერები ეხება არათითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია: