ზუგდიდი – ქალაქი სამეგრელოში
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სამეგრელო“ – ხელისგული მიმართულია წინ, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება ყურთან, დანარჩენი თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქალაქი“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითააა მიმართული, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს და ქვევით ჩაწეული შუა თითით ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.