ზრდილობიანი – თავაზიანი, ზრდილი
რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, შუა თითები მსუბუქად ეხება შუბლს, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.