ზოდიაქო _ ასტრონომიული კალენდარული ნიშნები, ცის სფეროს წარმოსახვითი სარტყელი, რომელიც შედგება 12 თანავარსკვლავედისაგან
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თვე“ _ წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი ცერი ეხება შუბლს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხასიათი“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა მკერდთან განთავსებული ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.