ვულკანი – მთა, სადაც მიწის წიაღიდან გავარვარებული გამდნარი ლავა და გაზები ამოინთხევა, ცეცხლის მფრქვევი მთა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხელი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ, მომდევნო ფაზაში იმავე კონფიგურაციით წინ მიმართულია ხელისგული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ამოფრქვევა“ – სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით, ბოლო ფაზაში სახის წინ განთავსებულია მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.