ვისი – რომელი ადამიანის? მხოლოდ ადამიანის კუთვნილების კითხვითი ნაცვალსახელი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვინ“ – წინ და მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კუთვნილება” – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.