ვენტილატორი – მბრუნავ-ფრთებიანი მოწყობილობა, რომელიც დახურულ სადგომში აახლებს, წმენდს ჰაერს ან აძლიერებს მის მოძრაობას
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი ცერი ეხება მარჯვენა ხელისგულს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.