უვიცი _ ვინც არაფერი არ იცის, გაუნათლებელი, არმცოდნე
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არაფერი“ _ წინ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არ ცოდნა“ _ სახესთან განთავსებული ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.