უვადო _ ვადის არმქონე, დროის მხრივ განუსაზღვრელი, სამუდამო
ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული არათითით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და მარჯვენა არათითი ეხება მარცხენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.