უცოლო _ ვისაც ცოლი არა ჰყავს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბიჭი“_ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ფალანგაში მოხრილი საჩვენებელი თითი ეხება შუბლს;, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უმეუღლეო“ _ ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, თითები გაშლილია და თითების წვერებით ხელი ეხება მკერდს, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.