უსულო _ რასაც სული არ უდგას, რაც სულდგმული არ არის, უსიცოცხლო
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუნთქვა“ _ ფართოდ გაშლილი თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.