უშიშარი _ ვისაც არაფრის არ ეშინია, გულადი, გაბედული, მამაცი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არა“ _ წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შიში“ _ ზევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა ზევით და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
