უფულო

6

უფულო _   ვისაც ფული არა აქვს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ _ ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცარიელი“ _ მარჯვენა ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილია თითები და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა  მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.