უხმარი

1

უხმარი  _ 1.რაც ჯერ არ უხმარიათ, ახალი 2. გამოუსადეგარი, ურგები

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გარეშე“ – მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია მარცხნივ და წინ, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტარება“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, წინ და ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ეხება მარცხენა არათითს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.