უხილავი

10

უხილავი _   რაც არა ჩანს, თვალით დაუნახავი, უჩინარი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნახვა“ _ ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია  საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ვერა“ _ მარცხნივ  მიმართულია ხელისგული, გაშლილია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.